ახალი ამბები
წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმი ,,აია'' იყიდება
FaceBook
წყალტუბოს განახლების პროექტის ფარგლებში, ხელისუფლება ქალაქში არსებულ სანატორიუმებს ყიდის. აუქციონზე გამოტანილი 14 სანატორიუმიდან 2 უკვე გაიყიდა.
გასაყიდი ობიექტების ნუსხაშია ყოფილი სანატორიუმი „აია“, რომელიც 1985 წელს აშენდა. სანატორიუმი, რომლის მიწის ფართობი 34 342 კვ.მ-ს, ხოლო შენობის ფართობი: 14 820 კვ.მ-ს შეადგენს, აუქციონზე 2 802 300 ლარად იყიდება.

წყალტუბოს აღორძინების პირობა "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2019 წელს დადო. ამის შესახებ მან განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "ქართუ ფონდი" სანატორიუმებს შეისყიდდა, წყალტუბოს განვითარების პროექტს კი შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანია „KohL&Partners“ შეიმუშავებდა.

გეგმის ფარგლებში , წყალტუბოში დამატებით უნდა აშენებულიყო ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. ჯამში, ამ ინვესტიციით ქალაქში 15 000 - 20 000 ადამიანის დასაქმება იყო დაანონსებული.

წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მორიგ ჯერზე პრემიერმა დააანონსა. 5 ივლისს, იმერეთში ვიზიტად მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტში კერძო სექტორთან ერთად სახელმწიფოც ჩაერთვება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.