ახალი ამბები
საქართველო და 41 ქვეყანა რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დატოვებისკენ მოუწოდებს
FaceBook
მსოფლიოს 42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან,
მათ შორის,  უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, რათა მან უსაფრთხოების ნორმების დაცვით გააგრძელოს საქმიანობა.

ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს სადგურის კონტროლი საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების პრინციპებს ბირთვული უსაფრთხოების შესახებ.

„რუსული სამხედრო ძალების ყოფნა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხელს უშლის ოპერატორსა და უკრაინის ხელისუფლებას, საერთაშორისო კონვენციებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის არმიამ ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური 4 მარტს, დაიკავა, ხოლო მისი თანამშრომლები მძევლებად აიყვანა.

რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თავიანთი ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ბაზად იყენებენ.

სპეციალისტების თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, შედეგები გამანადგურებელი იქნება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ქალაქის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისა
და ექსპლოატაციისთვის 1 893 533 ლარის ღირებულების ტენდერს
[NAT250019932] აცხადებს.
10:58 / 11.11.2025
ქუთაისის მერია ქალაქის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისა და ექსპლოატაციისთვის 1 893 533 ლარის ღირებულების ტენდერს [NAT250019932] აცხადებს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქუთაისის სპორტის
სასახლისთვის, მგფ-ის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში
წარმოდგენილი კონცეფციები განიხილეს.
10:10 / 11.11.2025
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქუთაისის სპორტის სასახლისთვის, მგფ-ის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში წარმოდგენილი კონცეფციები განიხილეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.