ახალი ამბები
ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook
10 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების გავლით.
Print