ახალი ამბები
ქართულ ბანკებში უცხოელი მოქალაქეების დეპოზიტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
FaceBook
ქართულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, ივნისის თვეში, უცხოელი ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული თანხა 4.77 მილიარდი ლარია, რაც იანვარში არსებულ 3.90 მილიარდთან შედარებით 870 მილიონი ლარით მეტია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოელები ყველაზე მეტს მსხვილ ბანკებში ინახავენ. "თიბისიში" განთავსებულია 1.91 მილიარდი ლარი, "საქართველოს ბანკში" - 2.14 მილიარდი ლარი. "ლიბერთი ბანკში" კი უცხოელების დეპოზიტები 123 მილიონი ლარია.

ეროვნული ბანკის ანგარიშში არაა წარმოდგენილი, რომელი ქვეყნების მოქალაქეებს ეკუთვნით აღნიშნული დეპოზიტები, თუმცა სებ-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი დეპოზიტი საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ჰქონდათ. მათი წილი დეპოზიტების 14%-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, უცხოელების დეპოზიტების უდიდესი ნაწილი დოლარში არის ნომინირებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ბანკი
მსგავსი სიახლეები
10:30 / 22.01.2026
"გრიპთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს
თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და
მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის
ფაქტზე, პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
21:57 / 21.01.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.