ახალი ამბები
ნანა გონგაძე - პაციენტებს აქვთ სეზონური გრიპები, საგანგაშო არაფერია
FaceBook

H1N1 ე.წ. "ღორის გრიპი" ეს ის ტერმინებია, რომლებიც მოსახლეობაში პანიკას იწვევს


რა სიმპტომები აქვს სეზონურ ვირუსულ დაავადებებს და რა განასხვავებს მას ღორის გრიპისგან, ასევე როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან ზამთრის პერიოდში და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციის მიზნით
- აღნიშნულ კითხვებზე "ქუთაისიპოსტი" ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მოადგილეს
ონგაძეს ესაუბრა:

- რა ტიპის ვირუსული ინექციები, გრიპი დაფიქსირდა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში და არის, თუ არა H1N1 ვირუსის შემთხვევა მიმდინარე წელს?
- H1N1 გნებავთ ე.წ. "ღორის გრიპი" ეს ის ტერმინებია, რომლებიც მოსახლეობაში პანიკას იწვევს. მინდა ვთქვა, რომ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში H1N1 ვირუსის შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.
პაციენტები მოდიან, რომლებსაც აქვთ ჩვეულებრივი სეზონური გრიპი და მათ ენიშნებათ მკურნალობა.

- სეზონური ვირუსებით დაავადებული რამდენი პაციენტი მიიღეთ მიმდინარე წელს?
- ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ამის შესახებ არ გვაქვს, თუმცა გასულ წელთან შედარებით, მომართვიანობის მაჩვენებელი დაბალია და საგანგაშო არაფერია.

- რა სიმპტომებით ხასიათდება სეზონური ვირუსული ინფექციები, სეზონური გრიპი,  H1N1 ვირუსი, არის, თუ არა სიმპტომები განსხვავებული?
- განმასხვავებელი სიმპტომები არ არსებობს, არსებობს გრიპის A და B ფორმები, სიმძიმის მიხედვით. ჩვეულებრივ გრიპის დამახასიათებელი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, საკვების მონელების დარღვევა, უყურადღებობის შემთვევაში შესაძლოა გრიპი გადავიდეს პლევმონიაში, ფილტვების ანთებაში.

- როგორ უნდა მოიქცეს სეზონური გრიპით, ან ღორის გრიპით დაავადებული პაციენტი, რა ზომებს უნდა მიმართოს მან?
- როდესაც სეზონური გრიპით დაავადდება ადამიანი, უნდა დარჩეს ბინაზე, უნდა მიიღოს ბევრი თბილი სითხე, გამოიძახოს პოლიკლინიკის ექიმი, ან ოჯახის ექიმი და ის გადაწყვეტს, როგორ უნდა იმკურნალოს. ღორის გრიპის შემთხვევები დასტურდება მხოლოდდამხოლოდ შესაბამისი ანალიზების ჩატარების შემდგომ. 

- არის თუ არა გადამდები სეზონური ვირუსული ინფექციები, გრიპი და როგორ დავიცვათ თავი მისგან?
- პრევენციის მიზნით აუცილებელია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა, ჰაერის ხშირი განავება, ხელების ხშირად დაბანა, აუცილებელია დამცავი ნიღბის ტარება და დაინფიცირებულ ადამიანებთან კონტატისგან თავის არიდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.