ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრომ "პრესის სახლის" შენობა აუქციონზე მეორედ გაიტანა
FaceBook
ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის "პრესის სახლის" ყოფილი შენობის გაყიდვას ისევ ცდილობს.

ობიექტის გასასხვისებლად აუქციონი მეორედ გამოცხადდა. მასთან ერთად, სამინისტრო ყიდის ყოფილ საკონსერვო ქარხანასაც, რომელიც ასევე არ გაიყიდა პირველად გამოცხადებულ აუქციონზე. ორივე ობიექტის ჯამური ღირებულება 13 265 000 ლარია.

ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისში 22 მსხვილი ქონებიდან მხოლოდ ერთი, ნიკეას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი გაყიდა. რაც შეეხება დარჩენილ 21 ობიექტს, პირველ მცდელობაზე არც ერთი მათგანი არ გაიყიდა.

ქუთაისში, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 22 ქონება ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტორებისთვის გაამზადა. სახელმწიფოს გათვლით, სარეალიზაციოდ გატანილი ობიექტების ადგილზე ერთი სასტუმრო, 4 დეველოპერული, 10 მულტიფუნქციური და 9 სამრეწველო-სასაწყობე სივრცე უნდა მოწყობილიყო. ობიექტების ჯამური ღირებულება 43 746 250 ლარს შეადგენდა.

გასაყიდი ობიექტების ნუსხაში მოიაზრებდა ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის მერიასაც, რომელიც ისე შეაფასა 16 039 000 ლარად, რომ მის გასხვისებაზე ქუთაისის საკრებულოს თანხმობა არ არსებობს. შესაბამისად, მერიის ადმინისტრაციული შენობა საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტების ჩამონათვალიდან აუქციონზე ვერ მოხვდა.

ქუთაისსა და მის შემოგარენში საინვესტიციოდ მიმზიდველი ობიექტები ქონების ეროვნულმა სააგენტომ პოტენციურ ინვესტორებს 15 ივნისს წარუდგინა.



ამავე თემაზე:


ეკონომიკის სამინისტრომ, ქუთაისში, აუქციონზე გატანილი 22 ობიექტიდან მხოლოდ ერთი გაყიდა

აუქციონზე გატანილი ქუთაისის "პრესის სახლი" არ გაიყიდა

ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისში 22 მსხვილი ობიექტი აუქციონზე უკვე გაიტანა

რა შემთხვევაში ვერ გაყიდის ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის მერიის შენობას

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.