ახალი ამბები
10 ივლისს ქუთაისში ღია ცის ქვეშ კონცერტი გაიმართება
FaceBook
10 ივლისს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, ინდირა ჯგერნაიასა და ჯგუფ ,,ოჩოს ქოხის" მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

კონცერტის დასრულების შემდეგ, რაგბის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოსა და იტალიას შორის გამართულ მატჩს თვალი ადგილზე მოწყობილ დიდ ეკრანზე ადევნონ.

კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

16 ივლისს,  ქუთაისი რაგბიში საქართველო-პორტუგალიის ნაკრებების მატჩს უმასპინძლებს. თამაში "აია არენაზე" გაიმართება.
Print