ახალი ამბები
წელს ქუთაისის ტურიზმის ცენტრებმა 20-ჯერ მეტ ვიზიტორს უმასპინძლეს
FaceBook
2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, DMO იმერეთის საინფორმაციო ცენტრებს 8070 ტურისტმა მიმართა.


ეს ციფრი, თითქმის ოცჯერ მეტია, შარშან ამავე პერიოდში ტურისტების რაოდენობასთან შედარებით.

2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, DMO იმერეთის საინფორმაციო ცენტრების სერვისებით ისარგებლა 417-მა ტურისტმა.

ცენტრის ცნობით, ყველაზე მეტი ტურისტი, რომლებმაც წელს მათ ცენტრებს მიმართა, იყვნენ პოლონეთიდან, შემდეგ ყაზახეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან.

ტურისტების რიცხვის დიდ მატებაზე მიუთითებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც. მათი ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში საქართველოს 445 894 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

ვიზიტორების ზრდა 2021 წლის ივნისთან შედარებით 185.5%-ია.

ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდანაა. რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 502.9%-ით გაიზარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
12:51 / 02.11.2024
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა
რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.
17:19 / 01.11.2024
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.