ახალი ამბები
"გაიკეთეთ მესამე და მეოთხე ბუსტერი" - თენგიზ ცერცვაძე
FaceBook
საქართველოში, შედარებით სტაბილური ეპიდვითარების შემდეგ, ახალი შემთხვევების მატება ფიქსირდება.


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის ახალი BA.4 / BA.5 შტამები სწრაფად ვრცელდება და მარტივად გადამდებია. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ახალ შტამების წინააღმდეგ ბუსტერ დოზები ყველაზე ეფექტურია.

„სამწუხაროდ, ვაქცინაციით მოცვა საქართველოში ჯერ დაბალია. კოვიდის მატებაა და არ შეინიშნება, რომ მოსახლეობა აცრის პუნქტებს მოაწყდა. გამოსავალი მაინც ვაქცინაციაშია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გაიკეთა 2 დოზა, გაიკეთოს მესამე და მეოთხე ბუსტერ დოზა, იმიტომ, რომ ბუსტერ დოზები უკეთესად შველის, ვიდრე პირველი ორი ვაქცინაცია“,
- განაცხადა ცერცვაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კოვიდსტატისტიკას კვირაში ერთხელ აქვეყნებს. 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 103 ადამიანი, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.