ახალი ამბები
ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ფასები 12,8 პროცენტით გაიზარდა
FaceBook
ბოლო ერთ წელში ფასები 12,8 პროცენტით გაიზარდა.

ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

საქსტატმა მონაცემები შარშან ამავე პერიოდის ფასებთან შედარებით დაადგინა.

ფასები მცირედით გაზრდილია ივნისში, მაისთან შედარებით და 0,2 პროცენტს შეადგენს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.86 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (35.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (33.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (31.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.0 პროცენტი), თევზეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.3 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.4 პროცენტით, რაც 2.34 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (23.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.2 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.0 პროცენტიანი მატება, რაც 1.31 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

2022 წლის მაისში წლიური ინფლაცია 13,3 პროცენტი იყო. წლიურად 10 პროცენტიანი ინფლაციის ნიშნულს საქართველო 2021 წლის ივლისის შემდეგ გადასცდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:50 / 30.08.2025
"ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება",-

ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგი თავდასხმა და სასამართლო სისტემის, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტის, გამოყენებაა.

“ეს ფინანსური განზრახ გაგუდვის მეშვეობით პოლიტიკური დევნის აქტია, რომლის მიზანია, გააჩუმოს და დასაჯოს განსხვავებული აზრი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არა სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალია. წლების მანძილზე საქართველოს ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა თავისი მოქალაქეებისთვის. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის საბაზისო პრინციპებს, რომლებსაც კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან.

ევროკავშირი მყარად უდგას გვერდში საქართველოს გამძლე და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მთავრობის მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად აგრძელებს მოქალაქეებისთვის მსახურებას”, - განაცხადა ჰიპერმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის , „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, „დემოკრატიის მცველები“-ს , „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , „საფარი“-ს და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს საბანკო ანგარიშები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.