ახალი ამბები
გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა - NATO-ს დეკლარაცია
FaceBook
NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა, მადრიდში გამართული სამიტის ბოლოს, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, დეკლარაციაში ბევრ სხვა საკითხთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი.

დეკლარაციის თანახმად ალიანსმა  საქართველოს, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მოლდოვის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტა.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროპაში უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობის შეცვლაა.

"ჩვენ ვიმუშავებთ მათი ერთიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, განვითარებისთვის და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად," – წერია დეკლარაციაში.

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ სამიტის მონაწილეებს ჰქონდათ შეხვედრები და აზრთა გაცვლები ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, უკრაინის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან და ასევე, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან.

სამიტზე მიიღეს NATO-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფციაც, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის და ყველა შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი
გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან
დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
15:28 / 16.08.2026

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.