ახალი ამბები
უკრაინაში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
FaceBook
უკრაინაში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას 18 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, ეს საბოლოო მონაცემები არ არის.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ლუნინი ავრცელებს.

"18 გარდაცვლილი. გულწრფელი სამძიმარი ნათესავებსა და მეგობრებს. მაშველები აგრძელებენ მუშაობას",
- განაცხადა ლუნინმა.

27 ივნისს, რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, რომელშიც ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

უკრაინაში 125 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 დეკემბერს, ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის
ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების
მიზნით, სცენისა და საახალწლო კონსტრუქციების მონტაჟისა და
დემონტაჟისთვის, აღმაშენებლის მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა და
პარკირება დროებით შეიზღუდება.
15:44 / 24.12.2025
25 დეკემბერს, ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სცენისა და საახალწლო კონსტრუქციების მონტაჟისა და დემონტაჟისთვის, აღმაშენებლის მოედანზე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება დროებით შეიზღუდება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-3 სხდომაზე ქალაქის
2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
14:48 / 24.12.2025
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-3 სხდომაზე ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.