ახალი ამბები
"ქართული ოცნების" იმერეთის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე მარეხი ნიჟარაძე გახდა
FaceBook
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონული კონფერენცია გამართა და ორგანიზაციის თავმჯდომარე წარადგინა.

იმერეთში მმართველი პარტიის ქალთა რეგიონულ საბჭოს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, მარეხი ნიჟარაძე უხელმძღვანელებს.

"რაც მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, აუცილებლად მოუტანს კარგ შედეგს როგორც ქვეყანას, ასევე რეგიონს.  ჩვენ გვაქვს გეგმები, ვიმუშაოთ ქალების მეტი ჩართულობისთვის პოლიტიკაში, ადგილობრივ საჯარო სამსახურებში, საკრებულოებში და პასუხისმგებელ პირებადაც, იმიტომ რომ ჩვენ, ქალებმა ყველაზე კარგად ვიცით რა არის მშვიდობა ქვეყანაში, რა არის სტაბილურობა, წინსვლა, განვითარება. ამას ყველაზე უკეთ აღიქვამს ქალი",
- განაცხადა მარეხი ნიჟარაძემ.

კონფერენციაზე ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები გააცნო.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ნინი ვარდოსანიძე და თინათინ ნიბლოშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.