ახალი ამბები
"დიდი ალბათობით, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება" - იენს სტოლტენბერგი
FaceBook
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებით დასრულდება.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ესპანურ El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა. მან ხაზი გაუსვა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობას, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ძლიერი პოზიციები.

"ევროპაში მიმდინარეობს ომი, რომელიც გამოიწვია უხეშმა შეჭრამ დამოუკიდებელი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის - უკრაინის ტერიტორიაზე. თუმცა, ნატოსა და რუსეთს შორის არაა ტოტალური ომი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. დიდი ალბათობით, ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა იყოს ისეთ ძლიერ პოზიციებზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ძლიერი სამხედრო მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა და მძიმე სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ",
- განაცხადა სტოლტენბერგმა.

უკრაინაში 122 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.