ახალი ამბები
"პირველად ხდება, რომ მიღწეულია ეს ეტაპი" - ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოზე
FaceBook
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის მიერ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქართველოზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან მიერთების გზაზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია საქართველომ პოლიტიკური ერთიანობა აჩვენოს.

"ეს არის ძლიერი სტიმული ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამ გზაზე საქართველომ მიიღო პერსპექტივა, ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიერთებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. პირველად ხდება, რომ მიღწეულია ეს ეტაპი, თქვენ ძლიერი ეკონომიკა გაქვთ, ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი, ამჟამად საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია – პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებისა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით, შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია"
, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს კონკრეტული რეფორმების განხორციელების შემდეგ მიიღებს. საქართველოს ამისთვის დრო წლის ბოლომდე აქვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.