ახალი ამბები
ომი უკრაინაში ხანგრძლივი იქნება - სტოლტენბერგი
FaceBook
ნატოს მოკავშირეებს აქვთ "პოლიტიკური და მორალური ვალდებულება" არ შეაჩერონ იარაღის მიწოდება.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. იგი ამტკიცებს, რომ ალიანსის მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის იარაღით მომარაგება მანამ, სანამ საჭირო იქნება.

Politico-ზე დაწყრდნობით ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს. 

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი გრძელვადიანი იქნება.

"ჩვენ უნდა მივაწოდოთ თანამედროვე იარაღი, მძიმე იარაღი, როგორც ამას ნატოს მოკავშირეები დიდი ხანია აკეთებდნენ და ნატომ გარკვეული როლი უნდა შეასრულოს (უკრაინის) მხარდაჭერაში", - ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ომი უკრაინაში ფაქტობრივად დაიწყო ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და მხარი დაუჭირა ბოევიკებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

როგორც UNIAN-მა იტყობინება, გაიმართა უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის (ე.წ. "რამშტეინ-3") შეხვედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ამერიკის შეერთებული შტატები. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები შეიარაღებაში.

უკრაინაში 120 დღეა ომია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.