ახალი ამბები
სკანდალური ბრალდება - ქუთაისის საბავშვო ბაღებში გაურკვეველი წარმომავლობის კარაქი შეაქვთ
FaceBook
"მის წარმომადვლობას ვერც ერთი ექსპერტი ვერ დაადგენს"
"ქუთაისის მერი, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან ერთად, ჩართულია კორუფციულ სქემაში, რომელიც კვების ტენდერებს უკავშირდება. დღეს გაერთიანების 35-ვე ფილიალში გაურკვეველი წარმომავლობის კარაქი შეაქვთ და მის წარმომადვლობას ვერც ერთი ექსპერტი ვერ დაადგენს, ასევე საჭმელად უვარგისია მაწონი," - ამ ბრალდებას ქუთაისის მერს და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელობას #1 ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი, ზაალ ხონელიძე უყენებს.

მისივე ინფორმაციით, ააიპ გაერთიანებაში მომწოდებლებთან ერთად, თანამდებობაზე ყოფნის დროს არაერთხელ დასვა პროდუქტების ვარგისიანობის საკითხი, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია.

"არ ვაპირებ ქუთაისის მომავალი თაობის ხარჯზე გადავდგა ის ნაბიჯი, რასაც გაჩუმება ქვია," - ამბობს ზაალ ხონელიძე.

ქუთაისის ააიპ ბაღა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ კვების პროდუქტების ვარგისიანობის შესახებ პრეტენზიები ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელის მხრიდან პირველად გაჟღერდა, მანამდე ამ საკითზე კონსულტაციები არ ყოფილა და მისი ეს ბრალდებები სხვა მიზნებს ემსახურება.

"ყოველდღიურად ხდება ჩვენს მიერ პროდუქტების შემოწმება და მსგავსი ფაქტი არც ერთ ფილიალში არ დაფიქსირებულა. ცხადდება ელექტრონული ტენდერი და მასზე ინფორმაციის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია," - ამბობს ნანა ლორთქიფანიძე.

ქუთაისის საბავშვო ფილიალების (#1, #13, #17,#15) ყოფილ ხელმძღვანელები 2016 წლის 12 იანვარს გაათავისუფლს.

#1 საბავშო ბაღის ფილიალის გათავისუფლებული ხელმძღვანელის, ზაალ ხონელიძის განმარტებით, ისინი ქალაქის მერმა განსხვავებული და პროგრესული აზრის გამო გაათავისუფლა.

ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით კი, ისინი გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

ქუთაისის სკოლამდელი აღზდის დაწესებულების ფილიალების გათავისუფლებული ხელმძღვანელების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იკვლევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.