ახალი ამბები
ევროკავშირის სამი დიდი ქვეყნის ლიდერი უკრაინაში ჩავიდა
FaceBook
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

ისინი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ.

Ranews.it -ზე დაყრდნობით ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოგზაურობა, რომელიც უსაფრთხოების გამო არ იყო გასაჯაროებული, შედგება ერთი დღით ადრე, სანამ ევროკომისია გამოსცემს რეკომენდაციას უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. 

მოგზაურობის მთავარი მიზანი უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა.

გამოცემის თანახმად, მეორე მიზანი არის სიგნალი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი, რომ ევროკავშირის ერთიანობა ეჭვს არ იწვევს, მიუხედავად ბევრი სხვადასხვა ნიუანსისა, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს.

მესამე მიზანი, გამოცემის თანახმად, არის ის, რომ იტალიას, საფრანგეთსა და გერმანიას სურთ თავიანთ მოკავშირეებს, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებს აჩვენონ, რომ კავშირს აქვს საკუთარი სტრატეგიული ავტონომია და დამფუძნებლების ერთიანობა, რომელებიც მზად არიან მიიყვანონ ევროპა კიდევ უფრო დიდი ინტეგრაციისკენ. დაწყებული საერთო თავდაცვითა და მუდმივად გაფართოებული საგარეო პოლიტიკით.

2022 წლის 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შესთავაზა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტერიტორიულ დათმობებზე წასვლით "პუტინის სახე გადაერჩინა".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ უპასუხა, რომ პუტინმა თავად უნდა მოძებნოს გზა "სახის გადასარჩენად". მაკრონის წინადადებას პოლონეთის ელჩი უკრაინაში ბარტოშ ჩიჩოკი გამოეხმაურა შემდეგი კომენტარით: "გაჟღერდა მოსაზრებები, რომ უნდა გადავარჩინოთ ვიღაცის სახე. დაე, დათმონ თავიანთი ბრანდენბურგი ან პირენეები".

2022 წლის 12 ივნისს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოწოდებისთვის "არ დამცირდეს რუსეთი". დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორ აღიქვამენ რუსეთს დასავლეთის ქვეყნები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.