ახალი ამბები
უკრაინის საზღვრის გასწვრივ მარცვლეულის შესანახი დროებითი ნაგებობები აშენდება - ჯო ბაიდენი
FaceBook
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის საზღვრის გასწვრივ, მათ შორის პოლონეთში, მარცვლეულის შესანახი დროებითი ნაგებობები აშენდება, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განხორციელებას შეუწყობს ხელს.
„ვმუშაობ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა უკრაინაში ჩარჩენილი 20 მილიონი ტონა მარცვლეული ბაზარზე გავიტანოთ და ხელი შევუწყოთ სურსათზე ფასების შემცირებას. ვაპირებთ ავაშენოთ დროებითი ნაგებობები, უკრაინის საზღვრებზე, მათ შორის პოლონეთში,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინიდან მარცვლეულის სარკინიგზო გზით გამოტანის გეგმაზე, მაგრამ უკრაინის სარკინიგზო ლიანდაგები განსხვავდება ევროპულისგან, ამიტომ მარცვლეული საზღვარზე სხვადასხვა მატარებელში უნდა გადაიტანონ. ბაიდენმა განმარტა, რომ მარცვლეულის გადატანა თავდაპირველად შესაძლებელია უკრაინის რკინიგზის ვაგონებიდან მარცვლეულის შესანახ ახალ ნაგებობებში, შემდეგ კი ევროპის სატვირთო ვაგონებში. მაგრამ ამას დრო სჭირდება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და შავი ზღვის პორტების ბლოკადის შემდეგ, მარცვლეულის მიწოდება შეჩერდა და 20 მილიონ ტონაზე მეტი სილოსებშია  (მიწისქვეშა შენობა მარცვლეულის შესანახად) ჩარჩენილი.

უკრაინაში ომის 112-ე დღეა. 

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.