ახალი ამბები
ქუთაისის მერის გადაყენების მოთხოვნით შესაძლოა ხელმოწერების შეგროვება დაიწყონ
FaceBook
ქუთაისში  მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
ქუთაისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები გამოდიან.

როგორც პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარომადგენელი გოგი წულაია აღნიშნავს, ქუთაისში სოციალურად დაუცველების რიცხვი იმატებს, რის ფონზეც ქუთაისის მერიაში სახელფასო დანამატები და პრემიები დაარიგეს.

"ნახევარ მილიონამდე ლარი დაირიგეს ქუთაისის მერიაში პრემიების და დანამატების სახით, რაც არის უზნეობის კლასიკური მაგალითი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ქუთაისში ათასობით სოციალურად დაუცველი ადამიანი მშიერია და არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს. მოვუწოდებ ქალაქის მერს, შოთა მურღულიას, კეთილი ინებოს გადააყენოს უსაქმური თაობა და დააკომპლექტოს ისეთი ხალხით, რომელიც ქუთაისს გადარჩენის შანსს მოუძებნის," - ამბობს წულაია.

წულაია ქუთაისის მერის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნის უყურადღებობის შემთხვევაში, შოთა მურღულიას გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებით იმუქრება.

"ზუსტად ერთ კვირაში დავიწყებ ხელმოწერების შეგროვებას მურღულის გადაყენების მოთხოვნით" - აცხადებს წულაია. 

აღნიშნულზე ქუთაისის მერია კომენტარს არ აკეთებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.