ახალი ამბები
"949 პროექტი მიმდინარეობს ჩვენ ქალაქში" - ქუთაისის მერი
FaceBook
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ ქუთაისში უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

2 ივნისს, ფეისბუკის პირდაპირ ეთერში, რომელსაც ქალაქის მერი პერიოდულად აწყობს და მოქალაქეების შეკითხვებსაც პასუხობს, იოსებ ხახალეიშვილმა თქვა, რომ ამჟამად ქალაქში 949 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 51 მილიონი ლარი იხარჯება.

"წელს, უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები და თანხა არის გამოყოფილი, 949 პროექტი მიმდინარეობს დღეს ჩვენ ქალაქში, რომელზეც მიმდინარე წლის ბოლომდე 51 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს თანხა სხვადასხვა ფონდიდან მოდის, ეს არის მფგ, რგფ, ადგილობრივი ბიუჯეტი და საგრანტო კონკურსი",
- განაცხადა მერმა.

ქუთაისის მერმა ბევრი ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, თუმცა, არაფერი თქვა ერთდროულად გადათხრილ გზებზე, თვეობით გაჭიანურებულ, გადავადებულ და მიტოვებულ სამუშაოებზე. მერს არაფერი უთქვამს ქალაქის ერთ-ერთ საკვანძო-სატრანსპორტო ადგილზე, წითელი ხიდის მიმდებარედ, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გადათხრილ გზაზე, რომლის რეკონსტრუქციაც ამ დრომდე ვერ დასრულდა და რის გამოც, საქალაქო ტრანსპორტის გაჩერების ადგილზე ნამდვილი კოლაფსი იქმნება. გადათხრილი გზის გამო, ქალაქში მოძრავი თითქმის ყველა ავტობუსი და მიკროავტობუსი ახლა უკვე ერთ წერტილში ჩერდება, რაც ქალაქში მუდმივ საცობს ქმნის.

მერია თხრის ქალაქის ცენტრში, თითქმის დაუზიანებელ ჯიბლაძისა და ხახანაშვილის ქუჩებს, სამაგიეროდ, არ აგებს გარეუბანში, სულხან-საბას ქუჩის მონაკვეთს, რის გამოც, წელიწადზე მეტია, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები, პროტესტის ნიშნად, ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე არ შედიან და მგზავრებს შუა გზაში ტოვებენ.

ქუთაისის მერია ამ დრომდე ვერ ახერხებს ხუთი წლის წინ დაანონსებული, ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის რეკონსტრუქციის დასრულებას, ქუთაისისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დაპირებაზე - რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციაზე კი მერს საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

"რიონისპირა სახლებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, სიახლეს ვერაფერს გეტყვით. იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხი მუნიციპალური განვითარების ფონდის მენეჯმენტის ქვეშ გახლავთ. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ფონდი, ასევე ჩვენც, ყველანაირად ვცდილობთ, რომ მოვახდინოთ ამ სიტუაციის განმუხტვა, რომ ის დაპირება, რაც იყო, რეალობა გახდეს. უარს ამ პროექტზე არავინ ამბობს, უბრალოდ, არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, რომლებიც დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის უნდა მოგვარდეს", - განაცხადა მერმა.

ქუთაისის მერმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფეისბუკ ლაივის ფორმატი რამდენიმე თვის წინ აირჩია. იგი ამ პროცესში მედიის როლს უარყოფს და ჟურნალისტებთან პრაქტიკულად არ საუბრობს. ქალაქის მერი საჯარო სივრცეში მხოლოდ ღონისძიებებზე ან საკრებულოს სხდომაზე ჩნდება, თუმცა, ჟურნალისტების შეკითხვებს არც მაშინ პასუხობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.