ახალი ამბები
ევროვიზიის გამარჯვებულმა Kalush Orchestra-მ პრიზი უკრაინის ჯარის დასახმარებლად აუქციონზე გაყიდა
FaceBook
უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ 2022 წლის ევროვიზიაზე მოპოვებული ჯილდო აუქციონზე გაყიდა.

თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოხმარდება.

"ამის შესახებ Kalush Orchestra ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე იტყობინება",
- წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“.

"უნიანის" თანახმად, Kalush Orchestra-მ და სერგი პრიტულამ აუქციონი 25 მაისს გამოაცხადეს. პირველი ფსონი უკრაინის ქალაქ კალუშის მეწარმეებმა გააკეთეს - მათ 28 000 დოლარი შეიტანეს. ისინი აპირებდნენ ჯილდოს ჯგუფის წამყვანი მომღერლის მშობლიურ ქალაქში დატოვებას, მაგრამ 29 მაისს, პირდაპირ ეთერში გასვლისას კურსი 45 000 დოლარიდან 900 000 დოლარამდე გაიზარდა. საბოლოოდ, ლეგენდარული ჯილდო უკრაინულ კრიპტოვალუტის ბირჟას WhiteBIT-ს ერგო.

მიღებული თანხა მრავალფუნქციური უპილოტო საფრენი აპარატის შეძენას მოხმარდება, რომელიც განკუთვნილია საჰაერო დაზვერვისა და საბრძოლო გამოყენებისთვის.

უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra "ევროვიზია 2022"-ში სიმღერით "Stefania“ გაიმარჯვა. ჯგუფის სოლისტმა სერგი პრიტულამ სიმღერის შესრულების შემდეგ საზოგადოებას მოუწოდა დაეცვათ ქალაქი მარიუპოლი და გადაერჩინათ აზოვსტალის ქარხნის დამცველები. მისი გამოსვლა კონკურსის პირდაპირ ეთერში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადაიცემოდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.