ახალი ამბები
,,რუსეთი ოფიცრების ახალგაზრდა თაობის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს'' - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის არმია კარგად მომზადებული კადრების ნაკლებობას განიცდის, რის გამოც, ჯარში მნიშვნელოვანი დანაკარგებია.


ოკუპანტებს დაბალი კვალიფიკაციის მთავარსარდლები ჰყავთ და ჯარში დისციპლინაც ცუდია.

დაზვერვის ინფორმაციით, მეთაურებს ფრონტის წინა ხაზზე უშვებენ, რადგან არმიის ხელმძღვანელობა დანაყოფების მოქმედებაზე პასუხისმგებლობას უშუალოდ მათ აკისრებს. უმცროსი ოფიცრები კი იძულებულნი არიან ყველაზე დაბალი რანგის ტაქტიკურ მანევრებს უხელმძღვანელონ.

"პროფესიონალი ოფიცრების ახალგაზრდა თაობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა, სავარაუდოდ, გააღრმავებს მეთაურობისა და მართვის მოდერნიზაციის ისედაც არსებულ პრობლემებს. მეტიც, ტაქტიკური ჯგუფების ბატალიონები, რომლებიც უკრაინაში გადარჩენილი ნაწილებისგან და სხვადასხვა დანაყოფისგან იქმნება, უმცროსი მეთაურების ნაკლებობის გამო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტიანები და ბრძოლისუნარიანები გახდებიან", - წერს ბრიტანული დაზვერვა.

უწყების თქმით, რუსეთის ძალებში ადგილი აქვს ლოკალურ აჯანყებებსაც.

"ამ ფონზე, ასეულებისა და ოცეულების გამოცდილი, სანდო მეთაურების ნაკლებობა, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო დააქვეითებს რუსეთის არმიის საბრძოლო განწყობას და უარყოფითად იმოქმედებს მის ისედაც ცუდ დისციპლინაზე", - წერს დაზვერვა.

უკრაინაში 96 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.