ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ კულტურის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა
FaceBook
ქუთაისის მერიამ კულტურის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა.

დოკუმენტი ქალაქში რამდენიმე მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებს მოიცავს, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, ქალაქის კულტურული ცხოვრება უნდა განავითარონ და გაამრავალფეროვნონ.

ისტორია, მემკვიდრეობა, ეკომემკვიდრეობა, ტურიზმი, ახალგაზრდობა, განათლება, კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები - ეს ის ძირითადი სფეროებია, რომელსაც ექვსწლიანი სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმის დოკუმენტი ეფუძნება.

"ქუთაისის იდენტობის ხელახალი განსაზღვრა და პოპულარიზაცია - ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე - ქუთაისის ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი სიმდიდრის გამოყენებით. ისტორიაზე და მემკვიდრეობაზე ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები ქუთაისის საზოგადოებისთვის", - წერია დოკუმენტში.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის პაატა ადამაძის განმარტებით, დოკუმენტის შემუშავებაში 700 - მდე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის, იყვნენ ახალგაზრდები, Creative Solution, სამოქალაქო საზოგადოების და ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლები.

დასრულებული დოკუმენტი EU4Culture კიდევ ერთ კონკურში მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში გრანტის სახით ორწლიანი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად 300 000 ევროს მიიღებს.

სტრატეგიის დოკუმენტი უკვე განიხილეს ქუთაისის საკრებულოს კულტურის კომისიის სხდომაზე, რომელიც საბოლოოდ საკრებულოს დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ. ამის შემდეგ, დოკუმენტმა საგრანტო კონკურსში უნდა გაიმარჯვოს და დაფინანსება მოიპოვოს.

"დოკუმენტი გოეთეს ინსტიტუტის ვებ პორტალზე უნდა აიტვირთოს, სადაც ჩატარდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყანა. შეფასდება ჩვენი დოკუმენტი და საბოლოოდ, თითო ქვეყნიდან შეირჩევა ერთი გამარჯვებული", - ამბობს პეტრე ადამაძე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი დოკუმენტი გრანტს ვერ მოიპოვებს, ქალაქს დარჩება კულტურის სტრატეგია და ამის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობა დაფინანსების წყაროების მოძიებას სხვა დონორებისგან შეეცდება. ამასთანავე, ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში კულტურის სფეროში ამ კონკრეტული სტრატეგიისთვის 100 ათასი ლარია განსაზღვრული.

ქალაქის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის პროექტის EU4Culture გრანტის საშუალებით.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.