ახალი ამბები
რუსეთმა უკრაინაში იმდენივე ჯარისკაცი დაკარგა, რამდენიც ავღანეთში
FaceBook
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინაში ომის დაწყების პირველ სამ თვეში, დაახლოებით იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც ავღანეთში, საბჭოთა კავშირის 9-წლიანი ომის განმავლობაში.


დაზვერვა წარუმატებლობისა და დიდი მსხვერპლის მიზეზად შეიარაღებული ძალების ცუდ ტაქტიკას, მთავარსარდლების არასწორ მიდგომას, მოუქნელობას და შეზღუდულ საჰაერო თავდაცვას ასახელებს.

"თავისი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" პირველივე სამ თვეში, რუსეთმა დაახლოებით იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც ავღანეთში, საბჭოთა კავშირის 9-წლიანი ომის განმავლობაში. არასწორმა ტაქტიკამ რუსეთი მიიყვანა ძალიან დიდ დანაკარგებამდე და ეს დანაკარგები იზრდება დონბასზე შეტევების ფონზე",
- წერს გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინაში დაიღუპა 29 200 ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო. NAთO-ს მიერ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოკლული, დაკარგული, ტყვედ ჩავარდნილი ან დაჭრილია რუსეთის 40 000 სამხედრო მოსამსახურე.

უკრაინაში 89 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
11:03 / 14.06.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.