ახალი ამბები
რა ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში 26 მაისს (პროგრამა)
FaceBook
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.


ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები; ისტორიული გამოფენები; ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები; სპორტული აქტივობები; კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები; საზეიმოდ მოხდება 17 საათისა და 10 წუთის აღნიშვნა, როცა 104 წლის წინ საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

საღამოს დასკვნითი კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: ნუცა თოფურია, გუგა მარგველაშვილი, ანა ქურთუბაძე, ლუკა ჭოხონელიძე, ომა ფავორი, გიორგი ცხადაძე, მემე ჟორდანია, გიორგი ფუტკარაძე, თამთა ხუხუნაიშვილი, მარიტა როხვაძე, სალომე ბაკურაძე და ჯგუფი ნიუტონი.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

Print