ახალი ამბები
"რუსები ანადგურებენ სევეროდონეცკს, ისევე როგორც მარიუპოლს" - უნიანი
FaceBook
"აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. რუსეთმა მთელი ძალები ამ მიმართულებით გადაისროლა" - წერს უკრაინული გამოცემა "უნიანი".


ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ თქვა, რომ ლუგანსკის რეგიონის მხოლოდ 10%- ია უკრაინის კონტროლის ქვეშ.

"ახლა ლუგანსკის რეგიონის 10%-მდე რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ. შეუძლებელია ცალსახად იმის თქმა, სად არის უფრო რთული, რადგან რეგიონის მთელი ტერიტორიის დაბომბვა ხდება გამონაკლისის გარეშე",
- თქვა გაიდაიმ.

მისი თქმით, დამპყრობლები ანადგურებენ სევეროდონეცკს, ისევე როგორც ადრე მარიუპოლს. რეგიონში რთული მიმართულებებია ზოლოტე და პოპასნაია, რუს დამპყრობლებს ლისიჩანსკ-ბახმუტის საავტომობილო გზის გაჭრაც სურთ.

"ბელოგოროვკას მხრიდან რთული ვითარებაა, რადგან მათ უნდათ იქ გარღვევა და მარშრუტის გაწყვეტა. მთელი ძალები სწორედ იმისთვის მიმართეს, რომ ტერიტორია ან აიღონ, ან უბრალოდ გაანადგურონ", - თქვა გაიდაიმ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და გაატარონ სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან.

უკრაინაში 87 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და
განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს
15:53 / 15.04.2024
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს "შეცდომაშია შეყვანილი".
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში
ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
12:45 / 15.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.