ახალი ამბები
"ომი უკრაინაში დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს ბავშვებზე მთელ მსოფლიოში" - UNICEF
FaceBook
რუსეთ-უკრაინის ომი კატასტროფულ შედეგებს იწვევს ბავშვებში, როგორც უკრაინაში, ასევე უკრაინის გარეთ.


ამ ინფორმაციას UNICEF ავრცელებს.

UNICEF-ის ცნობით, უკრაინელი ბავშვების ჰუმანიტარული საჭიროებები საათობრივად იზრდება, რადგან ბრძოლა გრძელდება, ბავშვები კვლავ იღუპებიან და განიცდიან ძალადობას.

ბოლო რვა წლის კონფლიქტმა უკრაინაში უკვე მიაყენა დიდი ზიანი ბავშვებს. ახლა უკრაინელი ბავშვებისთვის საფრთხე მხოლოდ გაიზარდა.

9 მაისისთვის თითქმის 6 მილიონი ლტოლვილი გაიქცა უკრაინიდან, მათგან, დაახლოებით, ნახევარი ბავშვია. ასეთ ფართომასშტაბიან გადაადგილებებს შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი შედეგები მომავალი თაობებისთვის.

UNICEF -ის ცნობით, ომმა უკრაინაში შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვანი კვების "კატასტროფული დონეები" ბავშვებში მთელს მსოფლიოში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო სურსათზე ფასების ზრდამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლოა 600 000-მდე ბავშვი დატოვოს შიმშილით დაღუპვის წინაშე.

უკრაინაში 83 დღეა ომია. რუსულ აგრესიას უკრაინაში ასობით ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.