ახალი ამბები
"ნელ-ნელა ვემსგავსებით პუტინის რუსეთს" - ქუთაისში ნიკა გვარამიას სოლიდარობა გამოუცხადეს
FaceBook
"მედია ყოველთვის მოიგებს", "სოლიდარობა", "თავისუფლება" - ამ სლოგანებით ქუთაისში, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სოლიდარობა გამოუცხადეს.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

"ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნიკა გვარამიას, რომლის მიმართ არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი. ჩვენ ნელ-ნელა ვემსგავსებით პუტინის რუსეთს, სადაც კრძალავენ სიტყვის თავისუფლებას, აპატიმრებენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, მაგრამ მედიას ვერ გააჩუმებენ. ჩვენ, მედიის წარმომადგენლები, ყოველთვის დავდგებით თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე",
- თქვა აქციაზე რადიო "ძველი ქალაქის " ხელმძღვანელმა ქეთი ბერძენიშვილმა.

ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე "რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.