ახალი ამბები
რუსეთი ცდილობს არ გაგზავნოს მოსკოვისა და პეტერბურგის მცხოვრებლები ფრონტის წინა ხაზზე
FaceBook
რუსეთ- უკრაინის ომში, ოფიციალური სტატისტიკის ანალიზი რუს დამპყრობელთა შორის დანაკარგების თანაფარდობის შესახებ, ანალიტიკოსებს საშუალებას აძლევს დაასკვნან, რომ რუსული სამხედრო სარდლობა ცდილობს არ გაგზავნოს მოსკოვისა და პეტერბურგის მცხოვრებლები ფრონტის წინა ხაზზე.


ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ვადიმ დენისენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოცემა УНИАН ავრცელებს .

"სტატისტიკა ძალიან საინტერესოა. რუსული სტატისტიკის მიერ მოწოდებული ოფიციალური დანაკარგების რაოდენობით, პირველ ადგილზეა ბურიატია (რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკა), 100 000 მოსახლეზე 99 ადამიანია. შემდეგ მოდის დაღესტანი და რიგი სხვა რეგიონები",
- ამბობს დენისენკო ერთ-ერთ ინტერვიუში.

შს მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ყველაზე საინტერესო ის კი არ არის თუ სად არის ყველაზე მეტი დანაკარგი, არამედ, სად არის ყველაზე ნაკლები.

"ყველაზე მცირე დანაკარგი არის იამალო-ნენეცის რაიონში, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ძალიან მცირე მოსახლეობაა. მეორე და მესამე ადგილზე, ყველაზე მცირე ზარალით, მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგია. ოფიციალურად აღიარებული გარდაცვალების რაოდენობა მოსკოვში 420-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ბურიატიაში, ანუ რუსეთის დედაქალაქში ზარალი ფაქტობრივად 2-3 ადამიანია 15 მილიონ მოსახლეზე. სანკტ-პეტერბურგში კოეფიციენტი დაახლოებით იგივეა", - განაცხადა დენისენკომ.

რუსეთის არმიის შემადგენლობაში 10 ათასი ბურიატი ომობს. სხვა წყაროების ცნობით, ბურიატების რაოდენობა 5-6 ათასია.

"რადიო თავისუფლების" ქართული წარმომადგენლობის ცნობით, ბურიატიაში არ დარჩა ისეთი სოფელი, საიდანაც ფრონტზე ერთი ან ორი ათეული "კონტრაქტნიკი" მაინც არ გაიწვიეს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ტრანსბაიკალის ტერიტორიის აგინსკის ბურიატიის ოლქში.

ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" ისტორიკოსმა რაჯანა დუგაროვამ ესაუბრა.

"ომში დაღუპულთა რაოდენობით, დაღესტანი უსწრებს ბურიატიას, მაგრამ დაღესტნის მოსახლეობა 3-ჯერ დიდია. უკრაინის ომში ბურიატი სამხედროების დაღუპვის მხოლოდ დადასტურებულმა შემთხვევებმა 70%-ით გაზარდა 18-45 წლის ბურიატი მამაკაცების სიკვდილიანობა, ხოლო 30 წლამდე ახალგაზრდებისა - 270%-ით. ბურიატების რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 462 ათასია. რა დაემართება ამ ხალხს, თუ ისინი ერთდროულად დაკარგავენ რეპროდუქციული ასაკის ამდენ ჯანმრთელ მამაკაცს?", - კითხვას სვამს ისტორიკოსი. მაინც რატომ არის ამდენი ბურიატი ჯარისკაცი რუსეთის არმიის შემადგენლობაში?

რაჯანა დუგაროვას თქმით, რუსეთის ხელისუფლების სინდისზეა არა მხოლოდ კრიმინალური აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ათასობით საკუთარი ჯარისკაცის სიკვდილიც. განსაკუთრებით ეთნიკურად არარუსებისა, რომლებზეც, ისტორიკოსის თქმით, კრემლი აშკარად ნაკლებად წუხს, რადგან "ესაა საზარბაზნე ხორცი, რომელიც შეგიძლია ფრონტის წინა ხაზზე დაყარო".

თუ რატომ ცდილობენ რუსი სამხედრო მეთაურები მოსკოვისა და პეტერბურგის მცხოვრებლები არ გაგზავნონ უკრაინის ფრონტის ხაზზე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველს ვადიმ დენისენკოს თავისი ვერსია აქვს.

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა დედაქალაქის წვევამდელებს რუსეთის სხვა რეგიონებში "გაგზავნის". ვთქვათ, მოსკოველს რიაზანის ოლქის სამხედრო ნაწილს "მიაწერს". ამით აირიდებს იმას, რომ "თუ მოსკოვიდან და პეტერბურგიდან წვევამდელები დაიღუპებიან ან დაიკარგებიან უკრაინის ტერიტორიაზე, ოფიციალური დაკრძალვები და სამგლოვიარო ისტორიები პირდაპირ მოსკოვში არ იყოს",- მიაჩნია დენისენკოს

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს და მის გარემოცვას ნათლად ესმით, რომ ყველა რევოლუცია, რაც ისტორიაში იყო, დედაქალაქებში დაიწყო.

"ისინი ინარჩუნებენ სიმშვიდეს და უსაფრთხოების განცდას მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, რათა არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოს დაუმორჩილებლობის გამოვლინებები, რადგან სწორედ ამ ქალაქებიდან შეიძლება დაიწყოს გარკვეული რევოლუციური მოძრაობები რუსეთში", - განაცხადა დენისენკომ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინაში 27 700 რუსი სამხედრო დაიღუპა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.