ახალი ამბები
"არავის არავისთან შერიგებას არ ვაპირებ" - პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებზე
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მეორე დღეა სამუშაო ვიზიტით ქუთაისში იმყოფება.


პრეზიდენტი, დღეს, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს მესხიშვილის თეატრში შეხვდა.ის შეკრებილ საზოგადოებას სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, დემოკრატიასა და ეროვნული თანხმობის არსზე ესაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საზოგადოება პოლარიზებულია.

"სამწუხაროდ, ეს (პოლარიზაცია) არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მახასიათებელი. ჩვენთან ამან მიიღო ძალიან მახინჯი ფორმა. პრაქტიკულად არ არსებობს საკითხი, რომელზედაც უცებ არ დაიწყება ეს რაღაცა, საშინელი დაპირისპირება და პოლარიზაცია, რომელიც იღებს საშინელ ფორმებს ლანძღვა-გინების. ეს არ არის დისკუსია და სხვადასხვა მოსაზრების ერთმანეთთან შეჯერება, ეს პირდაპირ გადადის პერსონალურ ლანძღვასა და დისკრედიტაციაზე. ეს არის ის, რაც მგონია უნდა შეიცვალოს და ჩვენ არ ვართ შეთანხმებული არაფერზე, არც წარსულზე, არც მომავალზე და არც აწმყოზე. ჩვენ თუ ვერ მივაღწევთ იმას, რომ წარსულის რაღაც ნაწილზე გვქონდეს ერთნაირი შეხედულება, თუ ჩვენ სხვადასხვანაირად ვკითხულობთ ამ წარსულს, მაშინ გვექნება სხვა წარმოდგენა აწმყოსი და ასევე მომავლის. მაშინ რა გვაერთიანებს? - რა ვართ, ვინ ვართ, მხოლოდ ტერიტორია თუ ნამდვილი სახელმწიფო და საზოგადოება? ეს კითხვები ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა საკუთარ თავს უნდა ვუსვამდეთ ", - თქვა შეხვედრაზე პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ პროცესში უკრაინის როლი განსაკუთრებულია.

"დღეს კანდიდატურაზე განაცხადი გაკეთებულია და ეს უკრაინელების უზარმაზარი დამსახურებაა, მათი ყოველდღიური ბრძოლის და ამისთვის ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთი რამ - მადლიერება გამოვთქვათ, იმიტომ რომ უამისოდ ეს არ იქნებოდა და უნდა ვიცოდეთ, უნდა ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ისეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ უცებ გავხდით ღირსი ამ ყველაფრის", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი თეატრში შეკრებილ საზოგადოებას ასევე ესაუბრა ეროვნული თანხმობის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე და თქვა, რომ ეს არ ნიშნავს პოლიტიკური პარტიების შერიგებას.

"ეროვნული თანხმობა რას ნიშნავს? - ბევრი კითხვა იყო ამაზე როგორ უნდა შეარიგოთ ის და ეს, არავის შერიგებას არ ვაპირებ, ამისი არც ძალა მაქვს და არც არანაირი ბერკეტი. ან რატომ უნდა შევარიგო ვინმე ვინმესთან ან რომელიმე პოლიტიკური ძალა სხვა პოლიტიკურ ძალასთან? ეს მიმაჩნია პრაქტიკულად შეუძლებლად. ჩემი როლი და ჩემი ხედვა ამაზე სხვა არის. მე მინდა გავიგო, რა არის ის თემები, რომლებზეც ჩვენ ვთანხმდებით როგორც საზოგადოება, ეს არის თანხმობა და არა ის, რომ ხელოვნურად ვიღაცა ვიღაცასთან შევარიგოთ და ეს გასტანს რამდენ ხანსაც გასტანს, არამედ, მოვნახოთ ის, რაზეც დგას და იდგა ეს ქვეყანა", - თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს სხვა ქალაქებშიც გამართავს. პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის ინიციატივით გასულ წელს გამოვიდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.