ახალი ამბები
,,რუსეთი არ წყვეტს აზოვსტალის აღების მცდელობას'' - აზოვის პოლკი
FaceBook
,,რუსეთი არ წყვეტს მცდელობას აიღოს აზოვსტალი'', - ამბობს "აზოვის" ბატალიონის მეთაური.


ამის შესახებ ინფორმაცია "აზოვმა" ტელეგრამ არხზე გაავრცელა. ბატალიონის წევრების თქმით, გასულ 24 საათში 38 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.

"გასული 24 საათის განმავლობაში "აზოვსტალზე", სადაც მარიუპოლის მცველები არიან, 38 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის 4 სტრატეგიული დაბომბვა. მოწინააღმდეგე არ წყვეტს მცდელობას აიღოს "აზოვსტალი" და აგრძელებს ყოველდღიურ თავდასხმებს",
- წერს ტელეგრამ არხზე "აზოვი".

აზოვის ბატალიონის დაზვერვის განყოფილების ოფიცრის, ილია სამოილენკოს განცხადებით, არსებობს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური გზა რუსული ჯარის გარღვევისა და აზოვსტალის ქარხნის განბლოკვისთვის.

19 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. "აზოვსტალის" ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ოკუპანტი ქვეყნის სამიზნეა. რუსი ჯარისკაცები თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბეს ბავშვთა სახლი და სამშობიარო, ასევე თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. მარიუპოლში თითქმის სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

უკრაინაში 77 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.