ახალი ამბები
ბელორუსმა უკრაინის საზღვართან სპეცრაზმი განალაგა
FaceBook
ბელორუსის შეიარაღებულმა ძალებმა სამი მიმართულებით საზღვარზე სპეცრაზმელები განალაგა, მათ შორისაა უკრაინის საზღვარი.



ამის შესახებ ბელორუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა ვიქტორ გულევიჩმა განაცხადა.

მისი განმარტებით, შენაერთების საზღვრებთან განლაგება ჯარის მზადყოფნის შემოწმების მეორე ეტაპის ფარგლებში ხდება.

გულევიჩი საზღვრების გამაგრებას აშშ-სა და მისი პარტნიორების მიერ ბელორუსის გარშემო სამხედრო აქტიურობით ხსნის.

"აქედან გამომდინარე, ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში შეიმუშავეს ზომების კომპლექსი, რომლებიც მიმართულია შესაძლო საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედებისკენ. სწრაფი რეაგირების ძალების შემოწმების მეორე ეტაპის ფარგლებში, დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ოპერატიულ მიმართულებებზე განლაგდა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები. მათი გაძლიერებისთვის განლაგდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, სარაკეტო ჯარისა და არტილერიის დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ საბრძოლო ფუნქციონირებას. სამხრეთის ოპერატიული მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელიც 20 000-მდე კაცს მოიცავს, ასევე მოითხოვს ჩვენგან რეაქციას. სპეციალური ოპერაციის ძალები, რომლებიც განლაგებულია სამი ტაქტიკური მიმართულებით, უზრუნველყოფენ ბელარუსის უსაფრთხოებას. ამას გარდა, დღევანდელი დღიდან, ჩემი ხელმძღვანელობით ტარდება ტერიტორიული თავდაცვის ორი უბნის შემოწმება, ტერიტორიული ძალების განლაგებული ქვედანაყოფები მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად დავალებებს შეასრულებენ", - განაცხადა გულევიჩმა.

ბელორუსში შეიარაღებული ძალების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება 4 მაისს დაიწყო. ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს სწავლება "არ ატარებს არანაირ საფრთხეს არც ევროპული საზოგადოებისთვის და არც მეზობელი ქვეყნებისთვის".

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #სპეცრაზმი
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
13:34 / 16.12.2025
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც
აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის
ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/
მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
12:22 / 16.12.2025
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.