ახალი ამბები
ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
FaceBook
ქუთაისში, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 4 ვეტერანია დარჩენილი, რომლებსაც დღეს კუთვნილი 1000 -1000 ლარი გადასცეს.


ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მათთან ერთად პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ომში დაღუპულებს პარაკლისი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ გადაუხდა.

"ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს ვულოცავ ომის ვეტერანებს და განსაკუთრებით 4 ქუთაისელ ვეტერანს. მხოლოდ ეს 4 ადამიანი გვყავს დღეს ქალაქში, რომლებმაც იბრძოლეს მეორე მსოფლიო ომში და საკუთარი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში. დღესაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ომს. მშვიდობა მინდა ვუსურვო მთელ მსოფლიოს", - თქვა ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ 1939 წლის პირველ სექტემბერს, 4 საათსა და 45 წუთზე პოლონეთზე თავდასხმით დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ამ ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.