ახალი ამბები
ოკუპანტი ქვეყნის უკრაინაში შეჭრას 226 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
FaceBook
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 226 ბავშვი დაიღუპა, 415-ზე მეტი კი დაშავდა.


ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევის რაიონში ემსხვერპლა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

8 მაისის განახლებული ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 1 635 სასწავლო დაწესებულება, ხოლო 126 მათგანი მთლიანად განადგურებულია.

უკრაინაში 75 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 აგვისტოდან,  უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები
და ყველა ბენეფიციარი სერვისს სახელმწიფოდან მიიღებს.
11:06 / 15.08.2025
15 აგვისტოდან,  უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და ყველა ბენეფიციარი სერვისს სახელმწიფოდან მიიღებს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4
ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი
დასრულდა.
23:15 / 14.08.2025
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.