ახალი ამბები
"ბელოგოროვკაში სკოლის შენობის დაბომბვის შედეგად ნანგრევებში 60 ადამიანი, სავარაუდოდ, დაიღუპა"
FaceBook
უკრაინის სოფელ ბელოგოროვკაში, რუსი სამხედროების მიერ სკოლის დაბომბვის შემდეგ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო ნანგრევების ქვეშ 60 ადამიანია ჩარჩენილი, რომლებზეც შიშობენ, რომ დაღუპულები არიან.
ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგი გაიდაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა შაბათს შუადღისას იერიში მიიტანა სკოლაზე, რომელსაც დაახლოებით 90 ადამიანი აფარებდა თავს.

რუსულმა დაბომბვამ ხანძარი გამოიწვია, რომელმაც მთელი შენობა მოიცვა. ოცდაათი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

„ცეცხლი თითქმის ოთხი საათის შემდეგ ჩააქრეს, შემდეგ ნანგრევები გაიწმინდა და, სამწუხაროდ, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამოცი ადამიანი სავარაუდოდ შენობების ნანგრევების ქვეშ დაიღუპა“, - დაწერა გაიდაიმ „ტელეგრამის” საკუთარ არხზე.

გარდა ამისა, გაიდაიმ დასძინა, რომ წინასწარი ინფორმაციით, სოფელ შიპილოვოში რუსული დაბომბვის შედეგად სახლი დაინგრა, რის შედეგადაც 11 ადამიანი შენობის ნანგრევებში მოყვა.

უკრაინაში 74 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #უკრაინა #ომი
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.