ახალი ამბები
იუსტიციის საბჭოში უზნეოების დოღია - "თავისუფალი საქართველო" მოსამართლეების დროულად დანიშვნას ითხოვს
FaceBook
"წელიწადნახევრის მანძილზე სამოქალაქი სამართლის საქმეების განუხილველობა წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან"

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეების მოსამართლეების სიმცირეს აკრიტიკებენ.

როგორც პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო სამართლის მოსამართლეების სიმცირის გამო, 600-მდე სამოქალაქო საქმე წელიწადნახევარია განხილვის მიღმა რჩება.

"სამოქალაქო სამართლის ერთი მოსამართლე მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წელიწადნახევრის მანძილზე და ამის გამო ვერ ხდება საქმეების დროული განხილვა და განაჩენის გამოტანა. ეს იწვევს პროტესტს ადვოკატებსა და კლიენტებში, რომლებიც დროულად ელიან თავიანთი საქმეების გამოძიებას," - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია.

წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო სამართლის მოსამართლეების სიმცირეში საქართველოს უსტიციის სამინისტროს საბჭოს ადანაშაულებს.

"რატომღაც, იუსტიციის სამინისტროს საბჭო ვერ ახერხებს მოსამართლეების დროულად დანიშვნას, რადგან საბჭოში წარმოდგენილი "ნაციონალები" და "ოცნების" წევრები ვერ ახერხებენ შეთანხმებას, რომ დროული გადაწყვეტილება მიიღონ. სწორედ, აქ ჩანს იუსტიციის საბჭოს სახე, ამიტომ ვამბობ, რომ იუსტიციის საბჭოში უზნეოების დოღია," - ამბობს წულაია.

ადვოკატების თქმით, მოსამართლეების მხრიდან წელიწადნახევრის მანძილზე სამოქალაქო საქმეების განხილვის გარეშე დატოვება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.

"მოქალაქეებს განცხადებებზე 10 დღის ვადაში უნდა გაეცეს პასუხი, ხოლო საქმეები უნდა განიხილებოდეს ორი თვის ვადაში. თუ საქმე რთულია, მისი განხილვის ვადა მაქსიმუმ 6 თვეა. წელიწადნახევრის მანძილზე სამოქალაქო სამართლის საქმეების განუხილველობა პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან," - ამბობს ადვოკატი, არჩილ არაბიძე.

არჩილ არაბიძეს ამ დრომდე განუხილველი სამოქალაქო სამართლის საქმის მაგალითად 2014 წელს მის მიერ შეტანილი საქმე მოაქვს.

"წელიწადნახევარია ჩემს მიერ შეტანილი საქმე განუხილველია და ამ დრომდე მხოლოდ თაროზეა," - ამბობს არჩილ არაბიძე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოშო ამ დროისთვის ორი სამოქალაქო სამართლის მოსამართლე: ციცინო კიკვაძე და ციცინო მოსიძე მუშაობენ.
სამოქალაქო სამართლის მოსამართლეს, ციცინო მოსიძეს მუშაობის უფლებამოსილება რამდენიმე კვირის წინ აღუდგა.

იქამდე, სამოქალაქო სამართლის მოსამართლეს ციცინო მოსიძეს, მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძესთან ერთად ათწლიანი ვადის გასვლის გამო, უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო სამართლის მოსამართლეების დანიშვნის მოთხოვნით პარტია "თავისუფალი საქართველო" იმერეთის ორგანიზაცია უსტიციის საბჭოს წევრებს მიმართავს.

"დროულად დანიშნონ სამოქალაქო სამართლის მოქალაქეების საჭირო რაოდენობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომ დროულად მოხდეს საქმეების განხილვა," - აცხადებენ "თავისუფალი საქართველოს" წევრები.

იუსტიციის სამინისტროს საბჭო, მოსამართლეებს ამ დრომდე ათწლიანი ვადით ნიშნავდა, თუმცა ახალი კანონრეგულაციების თანახმად, საბჭო მოსამართლეებს სამწლიანი ვადით დანიშნავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.