ახალი ამბები
საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი შეავსო
FaceBook
საქართველოს მთავრობა ევროკომისიას შევსებულ კითხვარს 10 მაისს გადასცემს.


ამის შესახებ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

"საქართველომ დაასრულა მუშაობა კითხვარის მეორე ნაწილზეც. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას. ვგეგმავთ, 10 მაისისთვის გადავცეთ ევროკომისიას. კითხვარის მეორე ნაწილი ტექნიკური და სექტორული ხასიათის იყო"
, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, შემდგომი პროცედურა იქნება ევროკომისიის მხრიდან ამ დოკუმენტზე დასკვნის მომზადება.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო.

კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც 369 კითხვისგან შედგება, ევროკომისიას 2 მაისს გაეგზავნა. დოკუმენტი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებს საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. კითხვარის მეორე, ტექნიკური ნაწილის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2300 შეკითხვაზე უნდა გასცეს პასუხი.

დოკუმენტის ორივე ნაწილში ევროკომისია პასუხების დასაბუთებას ითხოვს.

ხელისუფლებას კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებისთვის დრო 13 მაისამდე აქვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან
რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი
ახლა  გამოაცხადა.
12:54 / 29.06.2026

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი ახლა  გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.