ახალი ამბები
ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტი და კანცლერი კიევში მიიწვია
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში მიიწვია.


გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მოწვევა სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს.

ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

აპრილში შტაინმაიერი პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის სახელმწიფო მეთაურებთან ერთად გეგმავდა კიევში ჩასვლას, მაგრამ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მას შეატყობინეს, რომ ზელენსკის მასთან შეხვედრა არ სურდა, წარსულში რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერდა.

უკრაინაში 72 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა
უკრაინაში კუნძული ზმეინი დატოვეს.
13:02 / 01.07.2022
ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა უკრაინაში კუნძული ზმეინი დატოვეს.
საერთაშორისო უფლებადამცველმა
ორგანიზაცია Amnesty International -მა, ოკუპანტი ქვეყნის
სამხედროების მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვა ომის დანაშაულად
აღიარა.
12:07 / 01.07.2022
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International -მა, ოკუპანტი ქვეყნის სამხედროების მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვა ომის დანაშაულად აღიარა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.