ახალი ამბები
,,აზოვსტალზე“ განახლებული თავდასხმები 9 მაისს უკავშირდება'' - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგები იზრდება, რაც სამხრეთ დონბასში მათ ოპერატიული გეგმების სისრულეში მოყვანას ხელს უშლის.

ბრიტანული დაზვერვა ასევე საუბრობს 9 მაისის მოახლოებაზე. მათი ვარაუდით, „აზოვსტალის“ ქარხნის განადგურების განახლებული ძალისხმევა რუსეთის მხრიდან, სწორედ ამ დღის მოახლოებასა და პუტინის სურვილს უკავშირდება, აღნიშნოს სიმბოლური გამარჯვება.

"მიუხედავად რუსი ოფიციალური პირების განცხადებებისა, რომ ისინი მხოლოდ „აზოვსტალის“ ქარხნის დაბლოკვას ცდილობენ, მეორე დღეა რუსული ძალები მარიუპოლში აგრძელებენ სახმელეთო თავდასხმებს „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაზე. „აზოვსტალის“ გაუვნებლებისა და მარიუპოლის სრულად აღებისთვის რუსეთის განახლებული ძალისხმევა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია 9 მაისის გამარჯვების დღის მოახლოებასთან და პუტინის სურვილთან – გამოაცხადოს სიმბოლური გამარჯვება უკრაინაში. ეს ძალისხმევა რუსეთს ადამიანური, აღჭურვილობის და საბრძოლო მასალის ფასად უჯდება. მანამ „აზოვსტალში“ უკრაინული წინააღმდეგობა არსებობს, რუსული დანაკარგები კვლავაც გააგრძელებს ზრდასა და სამხრეთ დონბასში მათი ოპერატიული გეგმების ჩაშლას,"
- აღნიშნულია ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #აზოვსტალი
მსგავსი სიახლეები
მაღაროელები დღეს, 15 მაისს,
11:25 / 15.05.2025
მაღაროელები დღეს, 15 მაისს, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ადმინისტრაციას, მათ შორის ჭიათურის საწარმოების მმართველს, მიხაილ სოცკის შეხვდებიან.
ჭიათურაში ოპერირებადი კომპანია cmc-ის დირექტორი მიხაილ სოცკი,
მაღაროელებთან დიალოგის
შემდეგ, პროფკავშირების წარმომადგენლებსაც, მათ შორის
გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.
11:09 / 14.05.2025
ჭიათურაში ოპერირებადი კომპანია cmc-ის დირექტორი მიხაილ სოცკი, მაღაროელებთან დიალოგის შემდეგ, პროფკავშირების წარმომადგენლებსაც, მათ შორის გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.