ახალი ამბები
აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების მოკვლაში ეხმარება
FaceBook
აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება.


ამის შესახებ New York Times წერს აშშ-ის მაღალჩინოსნების მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

აშშ-ის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა უკრაინულ მხარეს აშშ-ს დაზვერვის ინფორმაცია რუსული ქვედანაყოფების შესახებ.

ამ ინფორმაციამ საშუალება მისცა უკრაინულ ძალებს დაემიზნებინათ და მოეკლათ რუსი გენერლები ფრონტის ხაზზე. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამხედროებმა ამ დრომდე 12 რუსი გენერალი მოკლეს, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს ამ რიცხვების დადასტურებაზე. ეს დახმარება ბაიდენის ადმინისტრაციის საიდუმლოს ნაწილია.

დაზვერვის მონაცემების გაზიარება არის შეერთებული შტატების დახმარების გაძლიერებული ნაკადის ნაწილი, რომელიც ინფორმაციის მიწოდების გარდა მოიცავს სხვა დახმარებასაც - მძიმე იარაღისა და ათობით მილიარდი დოლარის მიწოდებას.

უკრაინაში 71 დღეა ომია. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, თუმცა, ამ დრომდე ვერ აღწევს მნიშვნელოვან წარმატებას. უწევს პოზიციების დათმობა და მის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
11:03 / 14.06.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.