ახალი ამბები
"მთავრობამ წყალტუბოს წყლები ინვესტორისგან 8 მილიონ დოლარად გამოისყიდა"
FaceBook
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ წყალტუბოს წყლები კერძო ინვესტორისგან გამოისყიდა.


აღნიშნულის შესახებ იმერეთში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ინვესტორთან მოლაპარაკება 2021 წლის დეკემბერში დასრულდა და მას სახელმწიფომ საკუთრების გადაცემისთვის 8 მილიონი დოლარი გადაუხადა.

ღარიბაშვილი ასევე ამბობს, რომ მთავრობას აქვს კარგად გააზრებული ხედვა, როგორი უნდა იყოს "მომავლის წყალტუბო".

„წყალტუბოს განვითარების გენგეგმაზე მუშაობა დასრულებილია, მეორე - მთავარი პრობლემა, მოგეხსენებათ, იყო ის, რომ ჩვენი და წყალტუბოს მთავარი სიმდიდრე - წყალი, იყო კერძო საკუთრება. სააკაშვილის დროს, თქვენი ფავორიტი პატიმრის დროს წყალტუბოს წყალი გასხვისდა კერძო ბიზნესმენზე. ამიტომ, შეუძლებელი იყო იქ რაიმე ინვესტიციების ჩადება, თუ მთავარი სიმდიდრე, როგორიც არის წყალტუბოს წყალი, არ არის ხელმისაწვდომი ბიზნესმენებისთვის, როგორ შეიძლებოდა იქ განვითარება?! ჩემი გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ დეკემბერში, ჩვენ მოველაპარაკეთ ინვესტორს, ბიზნესმენს, რომელიც მანამდე ფლობდა წყალტუბოს წყალს და სახელმწიფომ დაიბრუნა, გამოისყიდა დაახლოებით 8 მილიონ დოლარად აღნიშნული სიმდიდრე.

ეს საკუთრება ახლა უკვე არის ჩვენს ხელში. ჩვენ მაისში უკვე ვაცხადებთ ტენდერს დასრულებული გენგეგმის ფარგლებში, სარეალიზაციოდ გამოგვაქვს სასტუმროები და გვაქვს დიდი მოლოდინი, დიდი ინტერესი არსებობს, რომ ძალიან ბევრი ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას. წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წყალტუბოს აღორძინების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 29 ოქტომბერს გასცა. მაშინ, ქალაქში ჩასულმა იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფონდი "ქართუ" კურორტის ყველა მიტოვებულ სასტუმროსა და აბანოს გამოისყიდდა.

პროექტში 200 ადამიანი დასაქმდებოდა და გეგმის განხორციელების შემდეგ, ქალაქს ერთი მილიონი ტურისტი ეწვეოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.