ახალი ამბები
"ქუთაისში, პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ განვიხილავთ ტექნოპარკის შექმნას" - პრემიერი
FaceBook
"ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის შექმნას, ჩვენი სურვილია, გაკეთდეს უნიკალური, ძალიან თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, მსგავსი, როგორიც არის „სილიკონ ველი“ ამერიკაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, IT -სპეციალობა მსოფლიოში მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა და სწორედ ამ მიზნით, ქართველი ახალგაზრდები გადამზადების კურსს გაივლიან, რათა შემდგომ დასაქმდნენ ამ სფეროში.

"აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი, რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის ქუთაისელებს, ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ; ამას, მინდა მივაბა IT-სპეციალობების კურსები, უნდა გადავამზადოთ ჩვენი ათასობით ახალგაზრდა. არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, ებრაული კომპანიები არიან, ასევე ევროპული, ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებსაც აქვთ სურვილი და ინტერესი. IT-სპეციალობები არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსოფლიოში. კარგი IT-სპეციალისტების საშუალო ხელფასი თვეში 4-5 ათას დოლარს შეადგენს. რაც მთავარია, ისინი მოემსახურებიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ კომპანიებსაც. ამ და სხვა პროექტებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“,
- აღნიშნა პრემიერმა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის სადგური მოინახულა. დღეიდან, 30 აპრილიდან, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლები კოპიტნარის აეროპორტთან გაჩერდებიან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.