ახალი ამბები
"ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს" - პრემიერი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჰესები, როგორებიცაა ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონი, მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. პრემიერმა ამის შესახებ ქუთაისში ვიზიტის დროს ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამავდროულად ამბობს, რომ მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ნამახვანჰესის ყოფილ ინვესტორთან, თუმცა, რა მიმართულებით, არ აკონკრეტებს.

"მე საჯაროდ გამოვხატე ჩემი პოზიცია ნამახვანჰესთან დაკავშირებით, იქ რაღაც კითხვები არსებობდა. ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოფილ ინვესტორთან და ამის შედეგებს ძალიან მალ გაცნობებთ. რაც შეეხება ზოგადად ჩემს პოზიციას - ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს. მე უკვე დავალება მაქვს მიცემული ეკონომიკის მინისტრისთვის. მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ამ გეგმას უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ. მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების",
- განაცხადა პრემიერმა.

რიონის ხეობაში 433მგვტ. სიმძლავრის ჰესის მშენებლობის პროექტი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ადგილობრივები წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხეობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ხელისუფლების მიერ პროტესტის ჩახშობის არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, პრემიერმა თქვა, რომ ჰესის მშენებელ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდა და რომ ნამახვანჰესის პრობლემა მას მემკვიდრეობით ერგო. ამის შემდეგ, კომპანია "ენკამ" მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა და ხეობიდან გავიდა.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" 7 მაისს შემაჯამებელ აქციას გეგმავს, სადაც აქტივისტები საზოგადოებას ბრძოლის ახალ სტრატეგიას გააცნობენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737
ადამიანი შემოვიდა.
14:33 / 09.08.2022
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა.
საქართველოში კორონავირუსით  პანდემიის პერიოდში 15 103 ორსული
დაინფიცირდა.
14:27 / 09.08.2022
საქართველოში კორონავირუსით  პანდემიის პერიოდში 15 103 ორსული დაინფიცირდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.