ახალი ამბები
ქუთაისში ქართული ფილმის, „აღლუმი“, ჩვენება გაიმართება
FaceBook
ქუთაისში კინოთეატრ „საქართველოში“ რეჟისორ ნინო ჟვანიას 2020 წლის სრულმეტრაჟიანი ფილმის "აღლუმის"  ჩვენება გაიმართება. 

"აღლუმი" ბავშვობის სამი მეგობრის შესახებ გვიყვება. ციხიდან ახლად გამოსული გურამი (გოგა პიპინაშვილი), ქუჩის რომანტიკოსი მხატვარი თაზო (არჩილ ქიქოძე) და ავანტურისტი მსახიობი ტრულაილა (გუგა კოტეტიშვილი) ერთ დღესაც სპონტანურად გზას ადგებიან, რომელიც სხვადასხვა თავგადასავალში გახვევს მეგობრებს. 

ნინო ჟვანია ქართველი რეჟისორი და Normafilm სტუდიის დამფუძნებელია. "აღლუმი" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერაც მაყურებელმა პირველად ტორონტოს კინოფესტივალზე იხილა.

ფილმის პრემიერა 2020 წელს ქუთაისშიც გაიმართა ქართული ფილმების ფორუმის ფარგლეში. 

ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორთან კითხვა-პასუხის რეჟიმში.

"აღლუმის" ნახვა მაყურებელს 30 აპრილს, 19:00 საათზე შეეძლება.

ბილეთის ფასი: 2 ლარი.

კინოჩვენება  ​"თანამედროვე ქართული კინო ქუთაისში" პროექტის ფარგლებში მოეწყობა, რომელიც ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო  ფესტივალისა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით ხორციელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო
სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ
სამუშაოებს ასახელებს.
14:19 / 30.10.2026

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.