ახალი ამბები
მუხრანის ტყის რეაბილიტაცია იგეგმება
FaceBook
ქუთაისში, მუხრანის  ტყე-პარკის რეაბილიტაცია იწყება.
ქალაქის მერის, იოსებ ხახალეიშვილის ინფორმაციით, მუხრანის ტყის სარეაბილიტაციო პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად მომზადდა.

"უკვე შევხვდით ჩეხ პარტნიორებს, პროექტი მზად არის, მალე ხელშეკრულება გაფორმდება და სამი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად ჩეხური კომპანია იმუშავებს''
, -  ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.

მუხრანის ტყე რამდენიმე თვეა შემოღობილია, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიაზე დამცავი ღობე ხეების გადარჩენის მიზნით გაავლეს.

მუხნარის ტყეში, გადაღობილი ტერიტორიების იქით, მოსახლეობას შესვლა არ ეკრძალება, თუმცა, გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით - ის, რაც არ დააზიანებს ბუნებას და ახალდარგულ ნარგავებს.

მუხნარის ტყე წითელ ნუსხაში შესული იმერული მუხის ტერიტორიად ითვლება. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა ფაქტორებმა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა, ძალიან დააზარალა ტყე.

სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მუხნარის ტყეში სანიტარული და აღდგენითი სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს მომზადდა 2 პროექტი 20,3 ჰა ფართობზე სამუშაოების ჩასატარებლად. მოჭრეს ხმელი და ხმობადი ხეები სანიტარული ჭრის წესის შესაბამისად, ასევე ჩატარდა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.