ახალი ამბები
"აუდიტის დასკვნაზე გამოძიება მაღალჩინოსნების ნაცვლად რიგით თანამშრომლებზე დაიწყო"
FaceBook
ქუთაისის მერიის 2019-2020 წლების აუდიტის ანგარიშზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირების მიერ სოციალური დახმარებების საკუთარი თავისთვის გამოწერის, უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების, ახლადშეძენილი ავტობუსების შეკეთებისთვის გაფლანგული თანხისა და სხვა დარღვევების გამო, საგამოძიებო უწყებამ სისხლის სამართლის საქმე 332-ე მუხლით აღძრა.

კოდექსის ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, თუმცა, როგორც პროკურატურის მიერ საკრებულოს დეპუტატ გიგა შუშანიასთვის მიწერილი ინფორმაციით ირკვევა, გამოძიება მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ დაიწყო და არა მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც აუდიტის ანგარიშში მთავარ კანონდამრღვევებად ფიგურირებენ.


ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მუხლის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებას ითხოვს.

"ქუთაისის მერი დღეს ცდილობს სხვებს გადააბრალოს ყველაფერი, მაგრამ მე მინდა მას ვუთხრა, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რადგან სწორედ მის არჩევნებს შეეწირა ახალი უხარისხო ავტობუსების შემოყვანა, სწორედ 2020 წლის ბოლოს, მისი მერობის დროს იქნა ხელი მოწერილი იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩაბარებაზე, რომლებიც თავიდან არის გასაკეთებელი და მილიონობით ლარია გაფლანგული. ამიტომ, მე ვითხოვ გადაკვალიფიცირდეს მუხლი და დაისვას მაღალი თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და არა რიგით თანამშრომლებზე გადატყდეს ჯოხი", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

სახელმწიფო აუდიტმა ქუთაისის მერიაში 2019-2020 წლების პერიოდის მონიტორინგის შედეგები რვა აპრილს გამოაქვეყნა. დასკვნის ყველაზე სკანდალური პუნქტი მერიისა და საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სოციალური დახმარების მიღებას ეხება. როგორც ირკვევა, ადგილობრივი თვითმმართველობის არაერთი მაღალჩინოსანი, სოლიდური ანაზღაურების პარალელურად, ფულად შემწეობას იღებდა.

დასკვნაში საუბარია არაერთ დარღვევაზე. მაგალითად, აუდიტმა აღმოაჩინა, რომ ქუთაისის მერიამ 45-ჯერ ავტომანქანის ავზში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხა, ვიდრე ფიზიკურად შეიძლებოდა, ეს კი ერთადერთ რამეს ნიშნავს - დარჩენილი საწვავის თანხა ან ტალონი მიითვისეს.

უხარისხოდ შეასრულეს 2 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები; არ გააკონტროლეს 22 700 000 ლარის ღირებულების, სესხით ნაყიდი ავტობუსების ხარისხი, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებები 594- ჯერ გაფუჭდა; კონკრეტული პირის ინტერესებს მოარგეს და საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდეს ქალაქის ბალანსზე არსებული მიწები; მერიამ სრულად ვერ მიიღო ქონების იჯარიდან დაგეგმილი შემოსავალი; 129 000 ლარის საქონელი შეისყიდა მიმწოდებლისგან, რომელიც მერის მოადგილესთან დაკავშირებული საწარმოა. მერის მოადგილე კი სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო; მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მითითებულ წლებში ემსახურებოდა 125 ავტომობილით მეტი, ვიდრე რეკომენდებულია; 113ჯერ ისარგებლა მუნიციპალიტეტმა სარესტორნო მომსახურებით ხარჯების გაწევის საჭიროების დასაბუთების გარეშე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.