ახალი ამბები
"მარიუპოლში ადამიანები შიმშილით იხოცებიან" - გაერო
FaceBook
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ხელმძღვანელის, დევიდ ბიზლის განცხადებით, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში ადამიანები შიმშილით იხოცებიან.
მისივე პროგნოზით, უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისი შესაძლოა უახლოეს კვირებში გაუარესდეს.

„ომი უკრაინაში ადამიანებს ანადგურებს"
, - განაცხადა დევიდ ბიზლიმ და მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ სააგენტოსა და სხვა დამხმარე ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობდნენ საკვების მიწოდებას ადგილებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, ამ ტერიტორიებზე წვდომა შეზღუდული აქვთ.

„ამ კუთხით მდგომარეობის შემსუბუქებას ვერ ვხედავ,”- აღნიშნა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.

მან განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა საპორტო ქალაქ მარიუპოლთან დაკავშირებით, სადაც 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა და საკვები, წყალი და გათბობა სჭირდება.

რუსული ძალები, რომლებიც ქალაქში შესვლას აკონტროლებენ, იქ ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ.

„დამანგრეველი სიტუაციაა: ხალხი შიმშილით კვდება,”- აღნიშნა დევიდ ბიზლიმ.

მარიუპოლი პირველი მარტიდან მტრების ალყაშია. 

უკრაინაში 51 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.