ახალი ამბები
უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეები კრემლის გეგმის ნაწილია
FaceBook
უკრაინაში მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე არ არის მხოლოდ ცალკეული საბრძოლო შენაერთების და სამხედრო კრიმინალების დანაშაულები, არამედ კრემლიდან დაგეგმილი გადაწყვეტილებების აღსრულება.
ამაზე მიუთითებს თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთოების საკითხებში ჯეკ სალივანი ABC News-თან ინტერვიუში.

სალივანი მის სიტყვებს დაზვერვის ინფორმაციით ამყარებს.

"დაზვერვა მიუთითებს, რომ არსებობდა გეგმა რუსეთის მთავრობის უმაღლესი რგოლებიდან, რათა არმიის სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები ყოფილიყვნენ, ისინი რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის შეჭრას უკრაინაში", - აღნიშნა სალივანმა.

უკრაინაში ომის 47-ე დღეა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 183-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

უკრაინული მხარე რუსი აგრესორების ქმედებებს გენოციდს უწოდებს.
Print