ახალი ამბები
ბავშვები, რომელთაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყებას შეძლებენ
FaceBook
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის ინფორმაციით, ბავშვები, რომელთაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყებას შეძლებენ.
ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით დაინიცირდება.

"საზოგადოების, მშობლების ძალიან დიდი მომართვიანობის საფუძველზე, რამდენიმე კვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, განათლების და მეცნიერების კომიტეტმა, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდა 1 ოქტომბრამდე, რაც გულისხმობს რა წესიც ახლა მოქმედებს ნაცვლად 15 სექტემბრისა, ყველა ბავშვს ვინც დაბადებულია 1 ოქტომბრამდე შესაძლებლობა ეძლევათ წელსვე მივიდენენ სკოლებში", - ამბობს ამილახვარი.

მისივე თქმით, 2 500 პირს უკვე წელსვე ექნება შესაძლებლობა მიმართოს სკოლას და ვინაიდან პირველკლასელთა ელექტრონულ რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რათა შეძლოს სარგებლობა ყველამ ვინც ამ პერიოდამდე არის დაბადებული.

"აღნიშნულის პარალელურად ჩვენ შევიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ სისტემური ხედვა საზოგადოებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხება სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკს. კარგად მოგეხსენებათ ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია, რაც გვაძლევს საშუალებას დამატებითი ადგილები შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის სკოლებში. ამიტომ ჩვენი მიდგომა პირის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით, აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც შესაბამისი წესით, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად", - ამბობს გიორგი ამილახვარი.


ამ დრომდე კი, პირველკლასელი იმ შემთხვევაში  მიდიოდა სკოლაში, თუკი ის  სწავლის დაწყების მომენტისთვის (15 სექტემბერი) 6 წლის  იყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.